გვიან ღამით თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. ინციდენტი ნაძალადევის რაიონში მოხდა. როგორც ცნობილია, მანქანა ერთ-ერთ ჩიხში დაგორდა და სახლის კედელს შეეჯახა.
დაშავებულია სამი ადამიანი – მძღოლი და ორი ექიმი. მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის – სტაბილურად მძიმე. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა კი პაციენტის გარეშე ბრუნდებოდა გამოძახებიდან.
წინასწარი მოკვლევით, ავტოსაგზაო შემთხვევა, მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო მოხდა.