სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება:”საერთაშორისო გამჭვირვალობა” პროკურატურას

{{ARTICLEIMAGE}}
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების იმ ფაქტებზე, რომლებიც 15 დეკემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გასულ ვიდეოჩანაწერებში იყო ასახული

“არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიდეოჩანაწერების მეშვეობით, შესაძლებელია იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მათ შორის, დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. ამასთანავე, მივმართავთ, ცესკო-ს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, მიიღონ სათანადო დისციპლინარული ზომები ჩანაწერებში ნაჩვენები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ”, ნათქვამია საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში.