საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.
ამის შესახებ მან ვიდეომასალა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც ის დავით გარეჯის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ვერ ითმენს ვერც საზღვრის დადგენის საკითხი.
„აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება ევროპა ნოსტრას მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.