სასტუმრო ბილტმორში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

სასტუმრო ბილტმორში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის თემა საარჩევნო სისტემაა.

ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ. გერმანულ მოდელს სთავაზობს, თუმცა მმართველი გუნდი წინასწარ აცხადებს, რომ ეს მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და ისინი შეხვედრაზე საკუთარ არგუმენტებს წარადგენენ.

შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები:

გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძე, ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, აკაკი ასათიანი.

ხელისუფლებიდან კი შეხვედრას ესწრებიან გია ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი.

შეხვედრას ესწრება დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.
შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელისუფლებისგან დათმობას არ ელიან.