აჭარის რეგიონში, ციხისძირში, სასტუმრო “კასტელო მარეში” ეზოში რუსული დროშა ფრიალებს. ამის შესახებ ინფორმაცია და კადრები ადგილობრივმა ტელეკომპანიამ TV 25-მა გაავრცელა.
სასტუმროში განმარტეს, რომ რუსეთის დროშის აღმართვა, რუსი სტუმრების დიდ რაოდენობას უკავშირდება, მათი პოლიტიკის მიხედვით, თუ სტუმრების 45 %-ზე მეტი რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება ქვეყნის დროშა იკიდება მათ საპატივცემულოდ.
მოგვიანებით, სასტუმროში განმარტეს რომ დროშა ჩამოხსნილია და მისი აღმართვა სტუმრის პატივისცემას უკავშირდებოდა.