სასულიერო პირები პარლამენტთან შეიკრიბნენ

სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები  პარლამენტთან შეიკრიბნენ. სასულიერო პირები აპირებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პარაკლისი გადაიხადონ.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა გამართეს. მსვლელობას სასულიერო პირები უძღვებოდნენ.

შეკრების მიზეზი პრაიდს ეხება. მათი თქმით, საქართველოში პრაიდი არ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისი პრაიდის “ღირსების მარში” უნდა ჩატარებულიყო, ღონისძიება დილის 9:00 საათზე შსს-სთან დაიგეგმა, თუმცა ორგანიზატორების თქმით, ინფორმაციის გაჟონვის გამო გადაიდო.