{{ARTICLEIMAGE}}
სესხების განულების პროგრამა 15 იანვრამდე გაგრძელდება. 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სესხების ჩამოწერის პროგრამა შეაჯამა. მისი თქმით, 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ჯამში 4 მილიარდ ლარამდე პრობლემური კრედიტი ჩამოეწერა.
“ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით დასრულდა. უკვე 600 ათასზე მეტი ადამიანს შეეხო ინიციატივა და დაახლოებით 4 მილიარდამდე ვალი ჩამოეწერათ. ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომლებიც არ შემოუერთდნენ ამ პროცესს. ყველა საფინანსო ორგანიზაციას, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც მოხდა ამ ვალის დაფარვა ქართუს მიერ, მათთვის ჯერ კიდევ ღიაა კარი 15 იანვრამდე”.
19 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა და მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატივის შესახებ განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, პროექტის ღირებულება სულ 1,5 მილიარდი და სრულ ღირებულებას ფონდი ქართუ დაფარავს.