{{ARTICLEIMAGE}}
თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე, გზა მაშინ ჩაინგრა, როდესაც სატვირთო ავტომობილს სამშენებლო მასალები გადაჰქონდა. ადგილობრივების თქმით, ამ ქუჩაზე მეოთხე დღეა, წყლის მილია გამსკდარი, შესაბამის უწყებასაც მიმართეს, თუმცა ეს პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა – მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ სწორედამ პრობლემამ გამოიწვია გზის ჩანგრევაც.ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ “სატვირთო ავტომობილი გზამ შეჭამა”.














