სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა – არის მსხვერპლი

თბილისი-ფოთის სატვირთო მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.