სავარაუდოდ, მანიპულაციური Facebook გვერდები კიდევ წაიშლება- DFRLab-ის დირექტორი

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) დირექტორისა და მთავარი რედაქტორის, გრაამ ბრუკის თქმით, საქართველოში ,,ფეისბუკის” მანიპულაციური გვერდები კიდევ დაიბლოკება.

,,ეს არ იქნება გვერდების დახურვის ბოლო შემთხვევა”,- წერს ბრუკი საკუთარ ,,ტვიტერის” გვერდზე.

მისი თქმით, მანიპულაციური გვერდების აღმოჩენა განგრძობადი პროცესია და საქართველოსთვის საარჩევნო წელს მონიტორინგი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ,,ფეისბუქმა” 20 დეკემბერს ასობით ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ და პროსახელისუფლებო მესიჯებს აჟღერებდნენ.

წაშლილი გვერდების დიდ ნაწილს DFRLab-ც ამოწმებდა.