ფრაქცია დამოკიდებელი დეპუტატების წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, მერაბიშვილი სავარაუდოდ შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას.
მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეთ.
„რომელ პარტიაში წავა, ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ არც თუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მიუძღვის დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა. მე ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადება და რიტორიკა, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმონეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც მას ეტყობა პატიმრობამდე ჰქონდა. შს მინისტრობის დროინდელი რიტორიკით აგრძელებს საუბარს და ასეთი რიტორიკით აპირებს სავარაუდოდ, პოლიტიკაში შესვლას“, – განაცხადა კობერიძემ.
ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას და პირობა დადო, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. თუმცა, ჯერ არ იცის, რომელ პარტიასთან აპირებს თანამშრომლობას.