ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით სავარაუდოდ მალე იფრენს -განცხადება ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.
ჩოგოვაძის თქმით, ირლანდიურ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება.
“დიდი ალბათობით კომპანია იფრენს როგორც თბილისის ასევე ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის შემოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.