“საყდარ–საყდარ ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო“–ირაკლი ოქრუაშვილის ფოტოინსტრუქცია ივანიშვილს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში სტუმრობას ფეისბუქ სტატუსით და ფოტოალბომით ეხმაურება. ივანიშვილი აწყურის ტაძარს ორი დღის წინ ეწვია და განაცხადა, რომ ქართუ ფონდი ტაძრის რესტავრაციისთვის 12 მილიონს გამოყოფს.
“გრიგოლიჩ! არჩევნები რომ მოახლოვდა და საყდარ-საყდარ დაიწყე სირბილი, ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო, პიარშიც, რომ არ უქნიხარ ღმერთს. ხელები უნდა დაიკაპიწო, როგორც მე ვაკეთებ. მოკლედ, სურათებშია ინსტრუქცია, თორემ შენით ვერ ისწავლი.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი და იქვე აწყურში ივანიშვილის სტუმრობის ფოტოებთან ერთად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს რომ ის ნიჩბით ხელში კლიკიჯვრის კომპლექსის ტერიტორიაზე მუშაობს.