რუსი დეპუტატების ჩამოსვლას საქართველოში დიდი აგრესია და გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა როდესაც საზოგადოებამ გავრილოვი პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში იხილა სოციალური ქსელი უარყოფითი კომენტარებითა და სტატუსებით გაივსო. დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე იმასაც რომ ადამიანები მათ დასდევენ ვისაც განსხვავებული აქსესუარები, გარეგნობა და ორიენტაცია აქვთ მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატების ჩამოსვლას სინამდვილეში არანაირი აგრესია არ მოჰყოლია. მომხდარ ინციდენტს არა ერთი ადამიანი გამოეხმაურა მათ შორის “რუსთავი 2”- ის ჟურნალისტიც. თეონა ცხომელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს რომ:
“ცუდ სიზმარში მგონია თავი…პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი კომუნისტი დეპუტატი ზის და ოკუპანტის ენაზე მოგვმართავს… პირველი მომხსენებელიც რუსი დეპუტატია.ძალიან მძიმე საყურებელი და სასმენია.თქვენ მეტროში დაერიეთ პატარა გოგო-ბიჭებს საყურეების გამო, შემთხვევით ქართველობა არ წაგართვან…ფუ” – წერს ცხომელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ ეს არის სამშობლოსთვის დაღუპული გმირების შეურაცხყოფა.
“ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. სამშობლოსთვის დაღუპული გმირების სულები ალბათ ადგილს ვერ პოულობენ. გეგმა ეს არ იყო თავიდან განსაზღვრული. სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ, ვინ დაუშვა ეს და დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი” – წერს სოფო კილაძე.
ირინა სარიშვილი წერს, რომ ქართველების ღირსება სწორედ აქ გადის და არა საყურეზე.
“რუსი დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ და სხდომას გავრილოვი წაიყვანს.აი აქ და არა საყურეზე გადის ჩვენი ღირსების ზღვარი და ღირსებამდე – უბრალოდ ადამიანობის!ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ, ეხლა ალყაში უნდა გვყავდეს ხელისუფლება და დღესვე უნდა დავასრულოთ მათი ბოგინი.რუსეთის დუმის დეპუტატი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში ვარ
ჩვენ კიდე ვზივართ და ტელევიზორებთან მოვთქვამთ ან აქ ვაკაკუნებთ. სულ ერთი ნაბიჯია დარჩენილი საქართველოს დღევანდელი ფაქტობრივი საზღვრების აღიარებიდან ამ მოღალატე ხელისუფლების მიერ და მერე ახალი ძალით ავკაკუნდებით!თეიმურაზ ხევისთავები ვართ მთელი ქვეყანა!” – წერს ირინა სარიშვილი.
ფსიქოლოგი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, რუსი დეპუტატების საქართველოში ამ ვიზიტს ქვეყნის დაკარგვას უწოდებს
” ქვეყანას ვკარგავთ, ჩვენი ნებით და ერთეული ადამიანების კმერციული მიზნების გამო”- წერს ნათია ფანჯიკიძე
გავრილოვის პარლამენტში მისვლას აკრიტიკებს “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძეც. ის იმ ხალხს მიმართავს, რომლებიც თბილისი პრაიდის ჩატარებას აქტიურად აპროტესტებენ.
“ის ხალხი სადაა, ტრაკს რომ იცავს რამდენიმე დღეა? გავრილოვის გაკოჭვა არ უნდათ და ქვეყნიდან გაშვება?” – წერს ზურა ჯაფარიძე.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე წერს, რომ ეს რუსეთისთვის უომრად ჩაბარების ტოლფასია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი უძღვება
“უომრად ჩავბარდით?! აქედან დესუვერენიზაციამდე აღარაფერია დარჩენილი. ფსიქილოგიურად, როგორც ჩანს, შეგვამზადეს, რადგან ეს გავაბედინეთ” – წერს პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე