„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“–მეტრო “რუსთაველში“ ორ ახალგაზრდას საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ(ვიდეო)

„რუსთაველის“ მეტროში ინციდენტს, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც ვიდეო გადაიღო. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს პირველი არხის ვებგვერდი ავრცელებს.
„რუსთაველის“ მეტროში, სადაც ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე მამაკაცი მათ თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა.
„საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.
მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს პირველი არხის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ. ჟურნალისტი კი გამოკითხვაზე დაიბარეს.