საზარელი ავარია დადიანზე – გარდაცვლილი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელია

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი შორენა ყასუმაშვილია.

ყასუმაშვილი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა.როგორც ირკვევა, ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც.

შემზარავი ავარია თბილისში, დადიანის გამზირზე გუშინ ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, ადგილზე დაიღუპა შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე. სამი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.