საზარელი ავარია ხულოში-დაღუპულია ბაბუა და შვილიშვილი

ხულოში ავარიას  ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ღორჯომში მოხდა.

„უაზის“ მარკის ავტომანქანა, ხრამში გადავარდა. მანქანაში მყოფი 2  მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადას მოხუცი და მცირეწლოვანი ბავშვი გარდაცვლილი დახვდა. მანქანაში მყოფი კიდევ ერთი მგზავრი  ხულოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.