“საზოგადოება დაბნეულია, ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ელოდება” – ნარჩემაშვილი გარეჯზე

პარლამენტის წევრი კობა ნარჩემაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოხმაურა. ნარჩემაშვილმა პარლამენტს დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური განცხადების მიღებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, განცხადებაში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული პარლამენტის პოზიცია და ასევე, კომისიის მანდატი. დეპუტატის თქმით, “საზოგადოება ძალიან დაბნეულია, ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ელოდება“ – განუცხადა დეპუტატებს კობა ნარჩემაშვილმა.