პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აზრით საზოგადოება ირაკლი ოქრუაშვილის მოსმენით ზედმეტად არ უნდა გადაიღალოს, რადგან ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. დეპუტატის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის ყველა განცხადება უბადრუკი მცდელობაა, რომ დღის წესრიგში ჩადგეს.
„მგონია, რომ საზოგადოება ამ ადამიანის მოსმენით ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ. ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს და მოქალაქეებს ბევრად მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვთ. მთელი დროის ხარჯვა ოქრუაშვილის თუ სხვების წარსულში ჩადენილი ბინძური ქმედებების განხილვები, არ მგონია, სასარგებლო და პროდუქტიული იყოს. ამ ადამიანზე საუბარი და კომენტარების კეთება არც მინდა. ჩემთვის მისი ყველა განცხადება უბადრუკი მცდელობაა, რომ დღის წესრიგში ჩადგეს და ვიღაცას თავი ამართლებინოს. ეს არის მისი ტაქტიკა, როგორმე ვინმემ გააშუქოს და ვინმე ჩააყენოს თავის მართლების რეჟიმში. მისი ეს მცდელობა მართლა უკვე უბადრუკად გამოიყურება», -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.