ევროპარლამენტის წევრი,იაცეკ-სარიუშ ვოლსკი აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებას დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი აქვს და ამ ძალას შეუძლია რუსული სტანდარტების შეჩერება.
“ქართული საზოგადოება კვლავ ფხიზლდება სრულყოფილი დემოკრატიის სურვილით. მმართველმა პარტიამ არ შეასრულა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება და ეს გახდა ქუჩაში ხალხის გამოსვლის, საპროტესტო აქციების დაწყებისა და ოპოზიციის უკმაყოფილების საბაბი. საზოგადოებას სურს, რომ შესაბამისად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და აღარ სურს “ქართული ოცნების” მმართველობა იდგეს ქართველ ხალხზე მაღლა. პროტესტი ლეგიტიმურია საზოგადოების ამ ნაწილს სურს დასავლური დემოკრატიის მოდელი და ეს იმის ნიშანია, რომ შესაძლოა არსებობდეს ძალები რომელთაც აქვთ უნარი შეაჩერონ საქართველოში რუსული სტანდარტებისკენ სვლა”,-აცხადებს იაცეკ-სარიუშ ვოლსკი.