მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე დაკისრებული ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზრდება. ცვლილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება და იგი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
გარდა ამისა, მგზავრებს ტრანსპორტში ასვლისთანავე მოუწევთ ბილეთის ყიდვა ადგილზე ან ელექტრონული გადახდის საშუალებით.