საზოგადოებრივი მაუწყებელი დრონების შესაძენად 32 598 ლარს გამოყოფს

საზოგადოებრივი მაუწყებელი დრონებს ყიდულობს.შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 32598 ლარია.

ელექტრონული ტენდერი დღეს,  გამოცხადდა და დაინტერესებულს პირებს წინადადებების შეთავაზება 13-დან 15 ივლისამდე შეუძლიათ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს უპილოტო საფრენი აპარატები, იგივე დრონები და მისი სათადარიგო ნაწილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.