დღეს დილიდან განახლდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სამძებრო სამუშაოები. 29 წლის სანდრო ბერაძეს გვიან ღამემდე ისევ უშედეგოდ ეძებდნენ. ოჯახის ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მისი აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებენ და თვითმკვლელობის ვერსიაზეც საუბრობენ.
სანდრო ბერაძის მეგობრების თქმით, ძებნაში ძალოვანი სტრუქტურების გარდა ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლებიც არიან ჩართულნი.
ბოლო კვალი, რომელზეც პოლიცია გავიდა იყო პარასკევს, როდესაც სანდრო ბერაძემ დიდუბის რაიონში, ერთ-ერთი ბანკომატიდან გარკვეული თანხა მოხსნა.