სენაკის მეორე საჯარო სკოლის 24 მოსწავლე მოიწამლა. ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მოსწავლეების მასობრივი ინტოქსიკაცია. სკოლაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.