აშშ-ს კონგრესის სენატმა კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ს ელჩად დანიშნა. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს სექტემბერში წარუდგინა.
მომავალი ელჩი ამ რანგში უკვე დაიწყებს ოფიციალურ შეხვედრებს ვაშინგტონში, რათა სწრაფად გაიაროს ფორმალური პროცედურები, რომლებიც წინ უნდა უძღვოდეს მის ოფიციალურ ჩამოსვლას საქართველოში.
კელი დეგნანი ოფიციალურიად აშშ-ს ელჩი საქართველოში მას შემდეგ გახდება, რაც რწმუნებათა სიგელს გადასაცემს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
კელი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველი იყო. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგელობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.
საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს. უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს, მას შემდეგ რაც ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა.