სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი “ნიუ ჰოსპიტალსში” ნარიყალას ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა მამა გიორგი თევდორაშვილმა მოინახულა.
შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროანი რეაქციები მოჰყვა.
ილია ჯიშკარიანმა ერთ-ერთ სატელევზიო ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მას სასულიერო პირებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.