სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! – “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში არასრულწლოვანი დედის მიერ ბავშვის გაგუდვის ფაქტს გამოეხმაურა და მომხდარი სექსუალური განათლების არარსებობას დაუკავშირა.
“ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს, რა თქმა უნდა, არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს! ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით, მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა. ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას – დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ – დიახ. რატომ? იმიტომ, რომ სექსუალური განათლება არ მიმიღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე. სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს ჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.