სექსუალური მოძალადე, რომელიც თბილისში სადარბაზოებში ქალებს თავს ესხმოდა, იდენტიფიცირებულია. 23 წლის ბიჭი გაუპატიურებას სადარბაზოში ცდილობდა.
ინფორაციას “კურიერი” ავრცელებს, რომელმაც დაზარალებულების ჩვენებები მოიპოვა. მოძალადე კაცი ერთ-ერთმა დაზარალებულმა ამოიცნო. პირი, 23 წლის სპორტსმენი ჯემალ ზოიძეა.
ერთ-ერთი მოწმე ყვება, რომ მამაკაცი სადარბაზოში აედევნა და სექსუალური ძალადობა სცადა. ამის შემდეგ რამდენჯერმე დაარტყა და ტერიტორიიდან მიიმალა.
შემთხვევიდან მესამე დღეს ჯემალ ზოიძე დაზარალებულს ისევ აედევნა. ამჯერად დღის საათებში. დიდი სტრესის მიუხედავად ძალადობის მსხვერპლმა დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო და პოლიცია გამოიძახა.მოძალადე ადგილზევე დააკავეს.
23 წლის ბიჭი სექსუალური ხასიათის დანაშაულში რამდენიმე გოგომ ამხილა. პირველი ასეთი შეტყობინება განყოფილებაში მაისში შევიდა. ახალგაზრდა გოგომ აღწერა, როგორ ცდილობდა მისთვის უცნობი მამაკაცი სადარბაზოში გაუპატიურებას და თან ფიზიკურად უსწორდებოდა.
“კიბეზე ასვლისას მომესმა ფეხის ხმა. ვიფიქრე, რომ კორპუსის მაცხოვრებელი ამოდიოდა კიბეზე სწრაფი ნაბიჯით და გადავწყვიტე, გამეტარებინა. უეცრად მეცა, მომაწვა სხეულით. ზურგით მიმაბჯინა სადარბაზოს კედელთან. დამიწყო ხელით მოფერება. მაშინვე ხელი ვკარი და ძლიერად დავიყვირე,” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
მანამ სანამ მოძალადე მამაკაცი იძებნებოდა, ის იმ დროს ბავშვებთან მუშაობდა. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, უკვე წლებია სპორტსმენია და ერთ-ერთ სპორტკომპლექსში არასრულწლოვნებს ავარჯიშებდა.
დაკავებულს მძიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ, თუმცა ის მკაცრი სასჯელისგან გათავისუფლდა. პატიმრობაში მყოფი ზოიძე ციხიდან იძულებით მკურნალობაზე გაუშვეს. მას 1 წელში ყველანაირი პასუხისმგებლობა მოხსნილი ექნება.
სამედიცინო დასკვნით, ზოიძეს ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა. უცნობია, როგორ მუშაობდა პირი ბავშვებთან, რომელიც ფსიქიკური პრობლემების გამო სხვადასხვა მსხვერპლზე სისტემატურად, სექსუალურად ძალადობდა.