„მოვითხოვთ შეუჩერდეს უფლებამოსილება სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორს“, – ეს განცხადება, დღეს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა გააკეთეს.
ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ამავე დროს საკრებულოს წევრია.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. მოთხოვნა დღეს ბათუმის საკრებულოში არ დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მეორე კურსელმა ლექტორის გარყვნილი ქმედების შესახებ სამართალდამცველებს და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატს აცნობა.
უნივერსიტეტის ლექტორი და საკრებულოს წევრი სტუდენტის ბრალდებას უარყოფს.