დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად სერგეენკომ დაუდასტურა. თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და მისი შემცვლელის დანიშვნაზე მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება სავარაუდოდ, 2 საათზე გაკეთდება.
სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის გუნდში რჩება.
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრი პოსტი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს ჩაიბარა.