სერხიო რამოსმა პერესს წასვლის შესახებ აცნობა – ფლორენტინო მის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს

სერხიო რამოსმა გუნდის ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ აცნობა. მისი ტრანსფერით არაერთი გუნდია დაინტერესებული, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რას აპირებს ესპანელი მცველი.

ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდელთა კაპიტანი შემოთავაზებებს ჩინეთიდანაც განიხილავს და ისინი ფეხბურთელს ტრადიციულად კოლოსალურ თანხას სთავაზობენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა მისი გუნდიდან წასვლა ასე მარტივი არ იქნება. ფლორენტინო პერესი მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს. ამ დროისთვის იმის თქმა შეუძლებელია არსებობს თუ არა ევროპაში ისეთი გუნდი ვინც 33 წლის რამოსში ამხელა თანხას გადაიხდის.

რამოსის მომავლის შესახებ პერესმა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა: ”დღეს რეალში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი სერხიო რამოსს აქვს. ის კაპიტანი, საუკეთესო ფეხბურთელია და ამას სრულებით იმსახურებს. სერხიო რამოსი საკუთარი შვილივით მიყვარს. მითხრეს, რომ მას ჩინური კლუბიდან კარგი შეთავაზება აქვს, მაგრამ იქაური წესებით, კლუბს ტრანსფერის ფასის გადახდის საშუალება არ აქვს. ვუთხარი სერხიოს, რომ ეს შეუძლებელია – არ შეიძლება მადრიდიდან კაპიტანი უფასოდ მიდიოდეს, ეს საშინელი პრეცედენტი იქნება”, – აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.

სერხიო რამოსს გუნდიდან წასვლა კლუბის ბოსებთან უთანხმოების გამო სურს. იგი არ ეთანხმება მათ პოლიტიკას და გავრცელებული ინფორმაციით, მისი აზრით მისი გუნდიდან წასვლა მასაც წაადგება და გუნდსაც.