შალვა რამიშვილი სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე დასასწრებად რომში ჩავიდა და რომიდან უკვე ვიდეოც დადო.
3 მარტს სააკაშვილი ემიგრანტებს რომში, Piazza Della republica 47 – ში შეხვდება. “საქართველოს მომავლის ფორუმი“ – ასე ქვია მოძრაობა “ერთად სახლში“ – ს ღონისძიებას.
ღონისძიების ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ შეხვედრაზე იმ ქვეყნის დროშები მიიტანონ, საიდანაც რომში ჩადიან. ღონისძიებაზე რეგისტრაცია 11 საათზე დაიწყება. მონაწილეებზე საშვი გაიცემა, რომელსაც წინასწარ დარეგისტრირებულ მონაწილეებს მისცემენ.
მოძრაობის გვერდზე პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 მარტის შეკრებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო დარბაზი ყველას ვერ დაიტევს და დამსწრეთა რეგისტარაცია პარასკევს საღამოს 23:59 საათზე შეწყდა.
როგორც ჩანს შეხვედრაზე დამსწრეთა ვინაობა ლიეჟის გამოცდილებიდან გამომდინარე მკაცრად გაკონტროლდება. 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან სკანდალური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სააკაშვილთან დაპირისპირებულმა ჯგუფებმა დარბაზში შესვლა სცადეს, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
შეხვედრაზე არ შეუშვეს არც შალვა რამიშვილი. თუმცა ის რომის შეხვედრაზეც ჩავიდა.
როგორც ჩანს სკანდალების გარეშე არც 3 მარტის შეხვედრა ჩაივლის.