შალვა თადუმაძე გაგვებუტა, ეწყინა, ის კითხვები რომ დავსვით მის დიპლომთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტელეწამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თადუმაძის მთავარი განმარტება იყო ის, რომ ჩვენ არ უნდა დაგვესვა ეს კითხვები. ეს კითხვა არ უნდა გაჩენილიყო და ეს კითხვები არ უნდა დაგვესვა და მე მგონი, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. ეს არის ზოგადად, დამოკიდებულება სამთავრობო გუნდის მხრიდან იმიტომ, რომ ისინი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს უკავშირებენ ოპოზიციურ პარტიებს და სხვა შემთხვევაში, ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობა კმაყოფილია ყველაფრით“, – განაცხადა გიგაურმა.