შაქარაშვილი, ჯიშკარიანი და გოგიჩაიშვილი აქციიდან გააძევეს

 

საკრებულოს დეპუტატები, ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და პარლამენტის დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქციიდან გააძევეს.

“თბილისელებო, ქართველებო დღეს ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს ისე აქვს ნაციონალურ მოძრაობას ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი”- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

მის განცხადებას იქ მყოფი საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ხალხმა სტვენა და შეძახილები მოყვა.შაქარაშვილს სიტყვის დასრულება არ აცადეს მას ძალით დაატოვებინეს ტერიტორია. იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლაც.