შაქარიშვილი: მოსამართლე მიქაუტაძემ იზოლატორში ჩამსვა – წყალს ვითხოვდით და გვითხრეს, ბიძინამ დაგალევინოთო

წავიდა თუ არა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ და დატოვებს თუ არა ის მოსამართლეების გამო პარტიას – ვატო შაქარიშვილი”ბარიერში”

“გიორგი მიქაუტაძე ჩემი მოსამართლე იყო, მან რომ გამგზავნა მეგობრებთან ერთად იზოლატორში და წყალს რომ ვითხოვდით – ბიძინამ დაგალევინოთო”, “ეს მოსამართლეები თუ მსხვერპლი არიან, მაშინ რა სტატუსი აქვს ათიათასობით იმ ადამიანს, ვისაც ამ მოსამართლეებმა დაუნგრიეს ცხოვრება”, “ისინი არიან პარაზიტები”, “ჩვენ ხომ მოძღვრები არ ვართ, ამ ადამიანებს მივუტევოთ ცოდვები, ეს ხომ პოლიტიკური პროცესია” “მორჩილი სასამართლო ჭირდება რეჟიმს, დამნაშავე ხელისუფლებას, რომლის პოლიტიკაც არის რეპრესიული”, “ჭრილობა გახსნა იმ ათკაციანმა მოსამართლეთა სიამ, იქ ყოფილა ბევრი ჩირქი დაგროვილი, ეს ჩირქი ამოვიდა”, “თან მანტია გაიხადონ, პოლიტიკური განცხადებები აკეთონ, თან შეურაცყოფა მიაყენონ საზოგადოებას, მერე მანტიები მოისხან და ბედი გადაუწყვიტონ ადამიანებს, ასე არ გამოვა”, “ნებისმიერი ფასის გადამხდელი ვარ, არაფერი მიღირს იმად, რომ საკუთარ ღირებულებებზე უარი ვთქვა”