რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი 2010 წლის მოვლენებს იხსენებს და სალომე ზურაბიშვილს ახასიათებს.
“სალომე ზურაბიშვილს ყოველთვის იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე ეკუთვნოდა, იმიტომ რომ ის პრეტენზიულია, მომთხოვნია, ანჩხლია, შარიანი ქალია და ამიტომ ოპიზიციაში ყოფნის დროსაც ბევრი ერიდებოდა, რომ სალომეს გადაკიდება არ უნდოდათ, ასე შემოგვეტენა 2010 წელს ალიანსში, როცა ერთი ცენტი არ მოუტანია მარტო წაიღო,ასე იყო გაერთიანებულ ოპოზიციაში რომ პრემიერის კანდიდატი იყო, ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად”-აცხადებს პალიტრანიუსის გადაცემა Newsroom-ში ბერძენიშვილი.