შარტავაზე დაჭრილი მამაკაცი მანქანიდან გადმოაგდეს

ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი შარტავას ქუჩაზე ვერცხლისფერი ლექსუსიდან ჩამოაგდეს.

ამ დროისთვის, მამაკაცი რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

თავდაპირველად შემთხვევა ლისის ტბასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გ.ვ. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.