შე იდიოტო პუტინმა და პუტინის ადმინისტრაციამ მოგიკითხა – ვაშაძე მდინარაძეს

იმდენად უნიჭოები და ერთუჯრედიანები არიან, რომ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს მე მოსკოვში ვარ. მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და პუტინის ადმინისტრაციამ მოგიკითხა შე იდიოტოო, – ასე პასუხობს გრიგოლ ვაშაძე მამუკა მდინარაძის განცხადებას.

„ბიძინა ივანიშვილის ადგილას რომ ვიყო, კინწისკვრით გავყრიდი ამ უნიჭოებს, რადგან კამერებთან ყოველი ამათი გამოჩენა არის კატასტროფა. ეს ანგრევს ქართული ოცნების რეპუტაციას და რწმენას, რომ ამ ადამიანებს აქვთ არათუ ელემენტარული განათლება, არამედ – ელემენტარული ჭკუა.“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისში, მცხეთასა და თბილისში პარტიის ოფისებთან ქართული ოცნების მხარდამჭერები სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ, ნინო ბურჯანაძესთან ერთად ხომ არ არის? -როგორც ჩანს, გაუჭირდათ და მეზობელ ქვეყანას მიმართეს. ამ ყველაფერს ვერაფრით ახსნიან”.