შეაყარე ოცნებას 41 მარცვალი ლობიო — ჩხარტიშვილის მხარდასაჭერი აქცია ქართულ ოცნებასთან

„უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრებმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

აქტივისტებმა „ოცნების“ ოფისთან სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს და ჰაერში აყარეს. ისინი ჩხარტიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. ჩხარტიშვილს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული.  მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.