შეცდომით მიღებული ოქროს ზოდები და პატიოსანი ფრანგი, რომელსაც წესიერება დაუფასდა

საფრანგეთის ქალაქ ვანის მცხოვრებმა მამაკაცმა ფოსტით ოქროს ზოდები მიიღო. არადა 27 წლის ჟულიენმა ცოლისთვის ბიკინი შეუკვეთა. ამანათის ჩაბარებისას არ დაკვირებია ქვითარზე მითითებულ გზავნილის ღირებულებას, მოგვიანებით კი, როცა ამანათი გახსნა ბიკინის ნაცვლად იქ ოქროს 20 და 30 გრამიანი ზოდები და რამდენიმე ლუიდორი (ოქროს მონეტები, რომლებსაც საფრანგეთში მე–17ე – მე 18ე საუკუნეებში ასხამდნენ) აღმოაჩინა. გზავნილის საერთო ღირებულებად 20 000 ევრო იყო მითითებული.
ჟულიენმა გადაწყვიტა თავად წაეღო ამანათი ადრესატისთვის ქვითარზე მითითებულ მისამართზე, თუმცა სახლში არავინ დახვდა. ამის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში წავიდა და ამანათი იქ დატოვა. პოლიციამ რამდენიმე დღეში ადრესატი მოძებნა და ამანათი გადასცა.
ამანათის გამგზავნმა, საფრანგეთის ოქროს ნაციონალურმა ასოციაციამ გადაწყვიტა ახალგაზრდა კაცი წესიერებისთვის დაეჯილდოებინა. მას საჩუქრად ოქროს ზოდი გადასცეს, რომლის ღირებულება უცნობია. თუმცა ცოლისთვის შეკვეთილი ბიკინი ჟულიენს ამ დრომდე არ მიუღია.