,,შეცვალეს“ წევრების მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 3000 ლარის გირაო შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოძრაობა ,,შეცვალეს წევრების ძალადობაში მსჯავრდებული ნუკრი გოგუა 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად გირაოს გამოყენების თაობაზე. თავად გოგუა ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ჩხოროწყუში მოძრაობა „შეცვალეს აქტივისტებს ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქვიტიშვილს ნუკრი გოგუა 30 იანვარს ფიზიკურად გაუსწორდა.

იმდღესვე პოლიციამ გოგუა დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126 – ე მუხლითაა დაწყებული.