ჩოგბურთის ქართველი გულშემატკივრები აქტიურად ელოდებიან ჟერემი შარდისა და რაფელ ნადალს შორის გამარჯვებულის გამორკვევას, რადგან სწორედ ეს ჩოგბურთელი შეხვდება დღეს საღამოს თბილისის დროით 22:00 საათზე ნიკოლოზ ბასილაშვილს.
როგორც მოგეხსენებათ, ჩოგბურთის ისტორიაში ეს საკმაოდ უცნაური შემთხვევაა, რადგან რომის მასტერსზე ერთ ჩოგბურთელს ერთ დღეში ორი მატჩის გამართვა მოუწევს. გუშინდელი უამინდობის გამო 1/16 ფინალური თამაშები გადმოიდო და ამ ჩოგბურთელებს ორჯერ მოუწევთ თიხის მოედანზე გამოსვლა.
ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაა, რადგან მან საკუთარი მეტოქე გუშინ წინ, 14 მაისს დაამარცხა და 2 დღე დაისვენების საშუალება ჰქონდა.
ჟერემი შარდისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება ამ წუთებში მიმდინარეობს.