გლდანში მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა.თვითმხილველების თქმით სამივე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და მათ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო ცეცხლი გახსნეს პოლიციელებმაც.
ორმხრივი სროლის შემდეგ კი მძევლად გოგონა აიყვანეს, მანქანაში ჩაისვეს და ტერიტორია დატოვეს. სროლა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მძევალი თავდამსხმელებმა ტერიტორიიდან მოშორების შემდეგ გაათავისუფლეს. თავდასხმა დაახლოებით დილის თერთმეტი საათისთვის მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად ნატყვიარები ეტყობა გარშემო მდებარე მაღაზიებს და რამდენიმე ავტომანქანას. ჯერჯერობით უცნობლია, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე პოლიცია მუშაობს. ისინი შემთხვევის ადგილზე განლაგებული ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობენ და სხვა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.