საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ქვეყანაში კორონა ვირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ზიარების წესს არ შეცვლის. ზიარება კვლავ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით მოხდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.
წმინდა სინოდის განმარტებით, “ზიარება არ გაავრცელებს ავადმყოფობას”.
შეგახსენებთ, საბერძნეთში ახალი კორონა ვირუსის 84 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
საბერძნეთში, ეკლესიის ამ გადაწყვეტილებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ზიარების ამ წესით დაავადების გავრცელების შანსები იმატებს. ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ ზიარება ალკოჰოლს შეიცავს, რომელიც ვირუსებს ანადგურებს.