” წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა,”-ეს განცხადება “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთა.
“წარმოდგენა არ აქვს რა არის ინფრასტრუქტურა,შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს გონია რომ ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მე მას ვურჩევ რომ მაია ცქიტიშვილის ქვემოთ ჩაიხედოთ როგორ მიდის ტენდერები, კითხოთ კერძო კომპანიებს თუ რა ტიპის კორუფცია არის გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში”-განაცხადა ხაზარაძემ.