შეხვდა თუ არა ჰილარი კლინტონი ბიძინა ივანიშვილს

2012 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ჰილარი კლინტონს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უმზადებდნენ. ამერიკულმა ორგანიზაცია Judicial Watch-მა ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ახალი გასაიდუმლოებული იმეილები მოიპოვა, რომლებიც 756 გვერდს მოიცავს. ეს არის უკანასკნელი ნაწილი იმეილებისა, რომლებიც FBI-მ რამდნეიმე წლის წინ გამოააშკარავა. სწორედ ამ იმეილებს შორისააა საუბარი ჰილარი კლინტონისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზეც. Judicial Watch-ი ივანიშვილს პუტინისტ ქართველ მილიარდელად მოიხსენიებს, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის მიერ გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან საქართველოში. გასაჯაროებული იმეილები შეიცავს მიმოწერას კლინტონის თანაშემწე კრეიგ სმითსა და შერილ მილს შორის, რომელიც 2012 წლის მაისში გაიმართა. კლინტონის გუნდის წევრთა მიმოწერიდან ჩანს, რომ სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედიოდა კლინტონის შეხვედრების გეგმაში საქართველოში ვიტის დროს, თუმცა შედგა თუ არა ეს შეხვედრა დადასტურებული არ არის.