უბედური შემთხვევა შეკვეთილში – მშენებარე სასტუმროდან გადმოვარდნილი ორი მუშიდან, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის დეტალებს “გურიის მოამბე” ავრცელებს. შემთხვევა მეხუთე სართულიდან მოძრავი ავტოკალათის მოწყვეტამ გამოიწვია. გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი ჭიათურიდან იყო, მეორე დაშავებული კი მისი ახლობელი იყო.
9-სართულიან სასტუმროს შეკვეთილში შპს “მაგნიკა” აშენებდა, რომლის გახსნაც პირველი აგვისტოსთვის იგეგმებოდა. ადგილზე სამუშაოები დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.