ავტოსაგზაო შემთხვევა შეკვეთილში – მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ, გადაბრუნდა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ისინი ბათუმიდან სენაკის სამხედრო ბრიგადაში მიდიოდნენ. 12-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.