“შემინდეთ და მომიტევეთ“ – სალომე ზურაბიშვილი

„კითხვებზე არ ვპასუხობ. დღეს არის შენდობის დღე და შემინდეთ, მომიტევეთ და მე მგონი, რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ,” – განუცხადა დღეს სამების ტაძრიდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. თუმცა, პრეზიდენტმა ჟურნალისტების ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. მათ შორის ისიც, მიუტევა თუ არა მან მამა გიორგი მამალაძეს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს. საკვირაო ქადაგება სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ლიტურგიას ესწრებოდა პრეზიდენტიც.
შენდობის დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს, მორწმუნეები კი მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ.
საგანგებო ღვთისმსახურება საღამოს სრულდება, რის შემდეგაც მისი უწმინდესობა მრევლსა და სასულიერო პირებს შენდობას სთხოვს. სააღდგომო მარხვა ხვალიდან იწყება ის 28 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.