შემოსავლების სამსახურმა წითელ ხიდზე და ქუთაისის აეროპორტში 61 773 ლარის ოქროს ნაკეთობები გამოავლინა

61 773 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოსავლების სამსახურმა წითელ ხიდზე და ქუთაისის აეროპორტში გამოავლინა.

არადეკლარირებული 444,37  გრამი ოქროს , 4,18 გრამი ვერცხლის ნაკეთობები და ოქროს მონეტები ოფიცრებმა აზერბაიჯანის და საქართველოს მოქალაქეების ბარგში აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, ერთ შემთხვევაში ფულადი ჯარიმა 27,003 ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო მეორე შემთხვევაში საქმეთა მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.